აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ

25 მაისი, 2022

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი რეგიონში მოქმედი ბარმენებისთვის ჩაატარა. მონაწილეები ბარმენის მუშაობის ძირითად პრინციპებს, ლასიკური ალკოჰოლური კოქტეილების მომზადების ტექნიკას, ბარის მუშაობის სტანდარტებსა და ტიპებს გაეცნენ. გარდა ამისა, შეისწავლეს ბარის პროდუქციის ასორტიმენტი, მენიუსა და ღვინის რუკის შედგენა. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ ბარმენები სხვადასხვა კოქტეილის მომზადების პრაქტიკულ გაკვეთილს დაესწრნენ და თავადვე მოამზადეს სხვადასხვა სასმელი. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გასულ წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურისტული სექტორის 758 წარმომადგენელი გადამზადდა. ტრენინგები, მასტერკლასები და ლექციები მთიან აჭარასა და ბათუმში ბარმენებისთვის, გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები