აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

30-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა და სტატია ბათუმზე - დუბაის ტურისტული გამოფენის შედეგები

18 მაისი, 2022

სერვისის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები დუბაის ტურიზმის კოლეჯის ხელმძღვანელს შეხვდნენ. შეხვედრისას ტურიზმის სფეროსთვის შესაბამისი კადრების მომზადება, ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისის ერთიანი ჯაჭვის ეფექტურად ფუნქციონირების საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება კოლეჯის წარმომადგენლების ვიზიტზე ბათუმში, რაც ტურიზმის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სერვისის წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს.

გარდა აღნიშნული შეხვედრისა, დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „ATM 2022“ ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ 30-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ტურიზმის ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებთან. მათ შორისაა აბუდაბის ტურიზმისა და კულტურის ხელმძღვანელი, დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის ხელმძღვანელი, DNATA-ს მენეჯერი, Flydubai-ის, Air Arabia-ს, Flynas-ის, Emirates-ის, Flyadeal-ისა და ATM-ს მენეჯმენტი. შეხვედრებში ჩართული იყო საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.

გამოფენის მსვლელობისის, ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულების შესახებ სტატია გამოქვეყნდა „ATM 2022“-ს ჟურნალში, რომელსაც ყოველდღიურად გამოფენის ათასობით მონაწილე და ვიზიტორი ეცნობოდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები