აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

DNATA მგზავრებს ბათუმის მიმართულებას აქტიურად შესთავაზებს

17 მაისი, 2022

მსოფლიოს უმსხვილესი საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელი კომპანია DNATA მილიონობით მგზავრს ბათუმის ტურისტულ პაკეტს შესთავაზებს. დუბაიში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და DNATA-ს მენეჯმენტს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გალფის ქვეყნებში ბათუმის პოპულარიზაციისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

არაბული კომპანია DNATA მსოფლიოს 36 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ის 320 ავიაკომპანიის მილიონობით მგზავრს ემსახურება. წელს, კი კომპანია გალფის ქვეყნებში ბათუმს, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებას გაუწევს რეკლამას და აქტიურად შესთავაზებს მომხმარებლებს. 

საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის “ATM”-ს ფარგლებში მიმდინარეობს, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რაზეც სტენდთან ვიზიტორთა და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანით დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიათა მზარდი რაოდენობა მეტყველებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები