შეხვედრა შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა
11 მაისი, 2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
შეხვედრები, რეგიონის მასშტაბით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სოფელში არსებული გამოწვევების ადგილზე გაცნობა და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა.
მოსახლეობასთან შეხვედრას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრე და ადგილობრივი ხელისუფლების წაფრმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა