აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება გრძელდება

11 მაისი, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობთ, აჭარაში სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავება გრძელდება და რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ.

2022 წელს პროგრამის ფარგლებში სულ 2100 ჰა- ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობისთ უკვე დამუშავებულია 850 ჰა მიწის ფართობი. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაეცნო.

,,ჩართულია ტექნიკა, რომელიც იქნება საკმარისი იმისათვის, რომ სწორედ განსაზღვრული აგრო ვადების შესაბამისად იქნას დახნული და დამუშავებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ადგილობრივი ფერმერებისათვის. ისინი შეძლებენ დროულად თესვის სამუშაოების განხორციელებას, მოსავლის მიღებას და შესაბამისად ამ პროექტს ადგილობრივი სოფლის მეურნეობისათვის გააჩნია ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა''- განაცხადა გიორგი სურმანიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58