მინისტრი კომპანია შპს ,,სტალკერის" მუშაობას აგილზე გაეცნო
10 მაისი, 2022
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კომპანია შპს ,,სტალკერის" ინვიტრო ლაბორატორიის მუშაობას აგილზე გაეცნო. სადაც, ადგილობრივი ლურჯი მოცვის ათამდე ჯიშს აწარმოებს.
,,კომპანია თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანია არამარტო რეგიონის მაშტაბით. ის გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას. სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს ლაბორატორიასთან, ადგილობრივი ლურჯი მოცვის წარმოებაში და ასევე ფერმერების ცნობიერების ამაღლებაში. ლაბორატორიის გამოცდილება დაგვეხმარება მეტად პოპულარული კულტურის კიდევ უფრო პოპულარიზაციაში''- განაცახადა მინისტრმა შეხვედრისას.
იხილეთ გალერეა