აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა
06 მაისი, 2022
ბათუმში, სასტუმრო ლე მერიდიენში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა და სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის და 2022 წლის ნაწილის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
საბჭოს სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების _ ქვემოდან-ზემოთ (LEADER/CLLD) პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, შეხვედრაზე ასევე აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივ გაერთიანებების (ამაგების) საჭიროებები განიხლილეს.
საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ - აჭარის მინისტრთა კაბინეტის, მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები და ამაგების წევრები.
იხილეთ გალერეა