აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

7 მაისს რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება

03 მაისი, 2022

7 მაისს, რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება. ამასთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმის დეპარამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა ლატვიის დედაქალაქში საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები გამართეს. რიგაში, ავიაკომპანია „Air Baltic“-ისა და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და რიგა-ბათუმის ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ავიაკომპანია „Air Baltic“ რიგადან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ სექტემბრის ბოლომდე იფრენს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, მოთხოვნა ბათუმის მიმართულებაზე მაღალია, როგორც ლატვიაში, ისე ესტონეთსა და ლიეტუვაში. შესაბამისად, ავიაკომპანია გეგმავს შიდა დამაკავშირებელი ფრენების დანიშვნას, რათა ტურისტებმა რიგის გავლით სამივე ქვეყნიდან შეძლონ ბათუმში ჩამოფრენა. რიგაში, როგორც ლიეტუვაში გამართულ შეხვედრას ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და საქართველოში ლატვიელი ტურისტების შემოყვანის საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია „Air Baltic”-ის ორგანიზებით გაიმართა. მას საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე ესწრებოდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები