აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

აჭარის არქივი- მიწის რეგისტრაციის პროცესში

27 აპრილი, 2022

საქართველოში მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების რეგისტრაციის მიმდინარე პროცესში ჩართულია აჭარის საარქივო სამმართველოც;

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სისტემური და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საარქივო სამმარველომ უნდა უზრუნველყოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ინფორმაციის ელოქტრონული ვერსიის მიწოდება.

ამასთანავე, საარქივო სამმართველოს სისტემაში მიმდინარე დიგიტალიზაციის პროცესიდან გამომდინარე, „საარქივო საინფორმაციო სისტემის ვიზუალური ტექნიკური და ფუნქციური მომზადების მიზნით, საარქივო სამმართველოს მიერ დასკანირებული ფაილების (დოკუმენტების) სისტემური აღქმისთვის, ამასთან, ზემოთნახსენები სამუშაობეის შესასრულებლად, საარქივო სამმართველოში შექმნილია სამუშაო ჯგუფი და გარდა ამისა შეიძლება ითქვას, მთელი სამმართველო აქტიურადაა ჩართული რათა საჯარო რეესტრს დროულად მიეწოდოს ზემოთნახსენები  ინფორმაციის ციფრული ვერსია და არ შეფერხდეს კანონით გათვალისწიბნებული ღონისძიებების დროულად განხორციელება.

აღნიშნული საქმიანობა, ხელს უწყობს როგორც გრძელვადიანი საარქივო დოკუმენტაციის შენახვა-გადარჩენას, ასევე უზრუნველყოფს მათ მოკლე დროში დაინეტესებული პიერებისათვის მიწოდებას; პროცესს გაეცნო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, რომელმაც საარქივო სამმართელოს უფროსთან მაია ივანიშვილთან და მოადგილესთან ბესო ბაუჩაძესთან ერთად განიხილეს დარგში არსებული გამოწვევები და დასახეს სამომავლო გეგმები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

(+995) 422 22 48 15 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები