ბათუმი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
26 აპრილი, 2022
ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე " Kitf 2022” ბათუმმა წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო. გამოფენაზე, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს, მაღალია ინტერესი რეგიონის ტურისტული პროდუქტების მიმართ.
გამოფენის ფარგლებში უწყების თანამშრომლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან, რაც რეგიონში ყაზახი ტურისტების მოზიდვასა და ყახახეთში აჭარის რეკლამას ისახავს მიზნად. გამოფენის მსვლელობისას დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ასევე მიიღეს საერთაშორისო ფორუმში, სადაც რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებსა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია მიმდინარეობს.
იხილეთ გალერეა