მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჭიმში მიმდინარეობს
16 იანვარი, 2022
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იწმინდებოდა.
ამ ეტაპზე ინტენსიურად იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.
თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 70-80 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში 1 მეტრს აღწევს.
იხილეთ გალერეა