აჭარის მაღალი ზონის სოფლებში გზები ინტენსიურად იწმინდება
15 იანვარი, 2022
ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი მობილიზებულია.
ამ ეტაპზე მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან იწმინდება საავტომობილო გზები.
როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან, ასევე სასოფლო გზებზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის დაშვებული.
იხილეთ გალერეა