აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზებზე მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
05 იანვარი, 2022
ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მთელი დღის განმავლობაში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
როგორც თოვლის საფარისგან, ასევე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზე, ერთ-ერთ ლოკაციაზე განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მიმოსვლა უახლოეს საათებში აღდგება.
ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გადაადგილება დასაშვებია მაღალი გამავლობის ავტომანქანებით, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი საბურავებით.
იხილეთ გალერეა