აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
05 იანვარი, 2022
ხულოს, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა.
როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი, ასევე სასოფლო გზები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა.
შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
ადგილზე სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო პროცესები.
ხულოში გზის გაწმენდის პროცესში-16 სპეციალური ტექნიკაა ჩართული, შუახევში-12, ქედაში-6, ხოლო ხელვაჩაურში 7 ერთეული.
იხილეთ გალერეა