ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
03 იანვარი, 2022
იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი, ასევე სასოფლო გზები.
მთელი დღის განმავლობაში, სამივე მუნიციპალიტეტში, 35 სპეციალური ტექნიკა ახორციელებდა სამუშაოებს.
დიდთოვლობასთან ერთად შუახევსა და ქედაში მეწყრული პროცესები განვითარდა. ქედაში ძირითად მიმართულებებზე გზები გაწმენდილია. დარჩენილ ორი ლოკაციაზე ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია და დილიდან განახლდება.
შუახევში ინტენსიური მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის, ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი დამეწყრილი გზა უკვე გაწმენდილია და საავტომობილო მოძრობა აღდგენილია.
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო მიმდინარე სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე არჩილ ბერიძე და მუნიციპალიტეტის მერები ადგილზე გაეცნენ.
იხილეთ გალერეა