აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2021 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

29 დეკემბერი, 2021

გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ 2021 წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
2021 წელს 25 მიმართულებით მოეწყო ასფალტობეტონის საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 43,1 კმ სიგრძის საავტომობილო გზას. 
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა მიმართულებებით 278 ერთეული ხელოვნური ნაგებობა მოეწყო.  აშენდა და რეაბილიტირდა 17  ხიდი. 
დასრულდა 236 საყრდენი კედელის მშენებლობა და 25 დამცავი ნაგებობა მოეწყო. 100 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე სხვადასხვა მიმართულებით მოეწყო ცემენტობეტონის  საფარი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია ძირითად მიმართულებებზე დაასრულებულია, დარჩენილია გარდამავალი პროექტები, რომლებიც  2022 წელს დასრულდება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2022 წელს გაიზარდა და 60 620 600 ლარს შეადგენს.
2022 წელს დაგეგმილია: 30 მიმართულებით 70,12 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, 105 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, 19 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია, 282 ხელოვნური ნაგებობის მოწყობა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები.
პრეზენტაციის დასასრულს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უწყების თანამშრომლები სიგელებით დააჯილდოეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები