აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

14 დეკემბერი, 2021


დასკვნით ეტაპზეა კაპანდიბი-ახალისოფელის საავტომობილო გზის 3 კმ. სიგრძის მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთება.
პროექტის მიხედვით დაიგო:
ასფალტობეტონის საფარი;
დასრულდა ხიდის რეაბილიტაცია;
მოეწყო სანიაღვრე არხები;
საყრდენი კედლები. 
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის და მოვლა-შენახვისთვის 11 მლნ. ლარი დაიხარჯა. სხვადასხვა მიმართულებით 20 კმ-მდე ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგო. მათ შორის რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს ზაზა შავაძესთან ერთად მიმდინარე სარეაბილიტაციო  სამუშაოებს გაეცნო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები