აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს ხარიზმის გუბერნატორს შეხვდა

16 დეკემბერი, 2021

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი სურმანიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ხარიზმის გუბერნატორს ფარხატ ერმანოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა უზბეკეთში ციტუსის ექსპორტთან დაკავშირებით, მინისტრმა გუბერნატორს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მანდარინის საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ და სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებეზე ისაუბრა.

ასევე შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონში აგრარული სექტორის პოტენციალი და შესაძლო ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივები.

უზბეკეთის რესპუბლიკის ხარიზმის გუბერნატორთან, გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ჯემალ ფუტკარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58