სოფლის მეურნეობის მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
17 დეკემბერი, 2021
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი სურმანიძემ ხარიზმის გუბერნიაში მეცხოველეობის ფერმა, ჰიდროპონიკის სასათბურე მეურნეობა და სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერა.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რაც უზბეკეთში სასათბურე მეურნეობების შექმნაში, თანამედროვე ტექნოლოგიების, ირიგაციის ეფექტიანი და ეკონომიური სისტემების დანერგვისა და გამართული ლოგისტიკის მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა გიორგი სურმანიძემ.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა