ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
17 დეკემბერი, 2021
აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული კანონი ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სხდომაზე კანონში ცვლილებების პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ წარადგინა.
კანონის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა უწყებებს მიეცემათ შესაძლებლობა, კანონით გათვალისწინებული ან/და დამტკიცებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში შეძენილი ან/და შექმნილი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით შესყიდული ან/და უსასყიდლოდ მიღებული მოძრავი ქონება, მიღების პირობის (მიზნის) შესაბამისად, გადასცენ ფიზიკურ, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე.
იხილეთ გალერეა