აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაზე მომზადებულ სიუჟეტს ევრონიუსის მაყურებელი 9 ენაზე იხილავს

24 სექტემბერი, 2021

ევრონიუსი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სიუჟეტს ამზადებს. გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობს და გადაცემა "ფოკუსი"- თვის რეპორტაჟს აჭარიდან ამზადებს. სიუჟეტში მთავარი აქცენტი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნულ პარკებზე გაკეთდება, შესაბამისად,  გადაღებები კინტრიშის, მტირალას, კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

აჭარის შესახებ მომზადებული სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა. მას 9 ენაზე მსოფლიოს 160 ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი იხილავს. სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო რგოლები და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტო სლაიდშოუ ტრიალებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ევრონიუსზე რეგიონის რეკლამირების მიზანი აჭარის, როგორც ტურისტულად და საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილის პოზიციონირებაა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები