აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

03 სექტემბერი, 2021

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნციპალიტეტში დილიდან მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები.
ამ დროისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიეტში მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პროცესი გრძელდება მახო-გენჯაძეების მიმართულებით ერთ ლოკაციაზე, სამუშაოები მიმდინარეობს მახო-დავითაძეების, კიბეს და ზედა თხილნარის მიმართულებითაც.
ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები დარჩენილ მონაკვეთზე გრძელდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით დაიმეწყრა საავტომობილო გზა, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 
ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში რიკიხიდი-ცინარეთის საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს კლდოვანი ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები