აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ჯვარიმინდორის საპიკნიკე ზონით სარგებლობა მოგზაურებს მალე შეეძლებათ

01 სექტემბერი, 2021

ჯვარიმინდროზე საპიკნიკე ზონის მოწყობა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურას აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე აკეთებს.  ჯვარიმინდორზე მიმდინარე სამუშაოებს სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძე  გაეცნო. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ადგილზე დამონტაჟებულია საქანელები, ფანჩატური და საცეცხლური. საპიკნიკე ზონით სარგებლობა მოგზაურებს სექტემბრის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ.

ჯვარიმინდორის იალაღებზე, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს, საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრების მოწყობა იგეგმება. საკემპინგზე ზონა უკვე შერჩეულია, სამშენებლო სამუშაოები კი სექტემბრიდან დაიწყება. პროექტის მიხედვით, ტურისტულ თავშესაფრებში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცეების, ხის მაგიდების, ხის სკამების, კედელზე მიმაგრებული კარადების, ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება. ღია სივრცეში კი საშხაპეები და საპირფარეშოები გაკეთდება.

ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები