აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა

11 აგვისტო, 2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2021 წლის ქვეპროგრამის „სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში ახორციელებს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერის ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს - წვეთობრივი სარწყავი სისტემის (სარწყავი მილები, ავზები, ფილტრები, ტუმბოები და ა.შ.), აგროქსოვილის (მულჩიფირი), ნერგების, რძის საწველი აპარატების, მარცვლეულის საფრქვავის, კარაქის სადღვების, რძის გამაცხელებლების, სეპარატორის, საწყურებლების, უხეში საკვების გადამამუშავებელი დაზგა-დანადგარების, გრანულატორების, ვაკუუმ შესაფუთი აპარატების, ხილის საშრობების, ციბრუტების, თაფლის შესანახი უჟანგავი ჭურჭლების, ფიჭის ასათლელების, სკების, ცვილსადნობების, ფიჭის საბეჭდი კომპლექტისა და სხვა საქონლის გაცემის პროცედურები.

ქვეპროგრამის მიზანია - სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58