აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

,,უზბეკიპაკსანოატის’’ წარმომადგენლები სტუმრად სამინისტროში

10 აგვისტო, 2021

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, უზბეკეთის ასოციაციის ,,უზბეკიპაკსანოატის’’ თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ოლიმჟონ ჟუმაევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის საკითხი განიხილეს. ასვე მხარეებმა სამომავლოდ, ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრაზე გიორგი სურმანიძემ, აჭარაში მეაბრეშუმეობის წარსულ გამოცდილებაზე, განვითარების პერსპექტივებზე და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, უზბეკეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა დარგში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის აბრეშუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მუხრატ აბდულ აზიზოვი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრის მრჩეველი ჯემალ ფუტკარაძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58