აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება

07 აგვისტო, 2021

ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.
მახუნცეთი-ზედა მახუნცეთის საავტომობილო გზის 1270 მეტრ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოეწყო სანიაღვრე არხები და ხელოვნური ნაგებობები.
აღნიშნული გზით, როგორც სოფელში მცხოვრები 60 ოჯახი, ასევე ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
მიმდინარე სამუშაო პროცესი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ, მოადგილეებთან და სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები