აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში სარესტორნო თემატიკაზე ვიდეოგაკვეთილები მზადდება

22 ივლისი, 2021

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას აგრძელებს. ამჯერად, კვებისა და ტურისტული ობიექტებში მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად სასწავლო ვიდეოგაკვეთილების შექმნა იგეგმება. სარესტორნო თემატიკაზე მომზადებულ ვიდეოგაკვეთილებში აქცენტი სერვირებასა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებზე გაკეთდება.

სტუმრის მიღება, გარდერობის მომსახურება, მაგიდასთან განთავსება, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, მაგიდის ეტიკეტი და მომსახურების ენა, ასევე სუფრის სწორი გაშლა (Set-up), სტანდარტები და მათი თავისებურებები (საუზმის, სადილის და ვახშმის სერვირება), ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სერვირება, კერძის შეხამება ღვინოსთან, წარდგენა და სერვირება - ის ძირითადი თემებია, რომელზეც ჯამში 10 ვიდეო მომზადდება.

სასწავლო ვიდეოგაკვეთილები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების ონლაინ ვებ-პორტალზე serviceajara.ge აიტვირთება, სადაც უწყების მიერ ჩატარებული ტრენინგები, მასტერკლასები, ვიდეოგაკვეთილები, სასწავლო მასალები და დაგეგმილი ტრენინგების განრიგია განთავსებული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები