აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქედის მუნიციპალიტეტში მორიგი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

16 ივლისი, 2021

ქედის მუნიციპალიტეტში მორიგი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მერისი-გუნდაური-ჭალათის მიმართულებით 3780 მეტრ მონაკვეთზე უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე არხების და მილების მოწყობა. ერთ კვირაში კი არსებულ გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყება.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენის მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. მანამდე გზა გრუნტოვანი იყო. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა და უახლოეს პერიოდში მათ თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საავტომობილო გზა ექნებათ.
აღნიშნული გზა უკავშირდება სოფელ გუნდაურს, ჭალათს და გარეტყეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები