აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოც შეიქმნება

05 ივლისი, 2021

ქობულეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით თემატური ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელო მუშავდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წიგნთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ქობულეთში გამართა, სადაც პროექტში ჩართულ გიდებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად ტურების პირველადი ვარიანტები განიხილა. ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოში 5 დამუშავებული ტური შევა, სადაც ქალაქთან ერთად ქობულეთის საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობები, აქტივობები, ტრადიციები და ადგილები აისახება. ქობულეთის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელო ბათუმის მსგავსად სამენოვანი იქნება. მის შემუშავებაში დარგის სპეციალისტებთან ერთად 5 ადგილობრივი გიდია ჩართული.

„ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოები რეგიონში მოქმედი გიდების ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით  იქმნება. მასში შესული პრაქტიკული ტურები თავისი ელექტრონული რუკებით, ფოტოებითა და ინფორმაციებით დაეხმარება დამწყებ და მოქმედ გიდებს უკეთ წარმოაჩინონ ბათუმი და ქობულეთი. გარდა ამისა, ის ხელს შეუწყობს უკვე არსებული პრაქტიკული ტურების გამრავალფეროვნებას და განვითარებას. სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია. მასში 20-მდე გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული. ბათუმისა და ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოებით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს უკვე წლის ბოლოსთვის შეეძლება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები