აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

მიხეილ სააკაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ ბათუმში მშენებარე ობიექტები მოინახულეს

13 დეკემბერი, 2011

წუხელ, ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა და აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერეს. პირველად, სასტუმრო "კემპინსკის" მშენებლობა მოინახულეს. შემდეგი ობიექტი ბათუმის ცენტრალურ ბულვარში მშენებარე ბიზნესცენტრი იყო. მოგვიანებით, ქალაქის ისტორიული შენობის – ბათუმის პირველი საავადმყოფოს რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ,სადაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს. "სამთავრობო დაწესებულებები უნდა შევიტანოთ ქალაქის შიგნით, იმიტომ რომ ბათუმი არა მხოლოდ ფასადური ქალაქია, არამედ იგი იწყება ჭაობის დასახლებიდან და ბენზედან. ბათუმში დღეს ყველა კუთხე-კუნჭული კეთდება. აქ არ დარჩება არც ერთი ადგილი სადაც რაიმე იქნება ცუდი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა და რეგიონის პირველმა პირმა ხიმშიაშვილის ქუჩაზე სამშენებლო კომპანია "ორბის" მშენებლობებიც დაათვალიერეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები