აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მთიანაჭარაში ახალი საპიკნიკე ზონები მოეწყობა

07 აპრილი, 2021

მთიანაჭარაში საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა წელსაც იგეგმება. ამ ეტაპზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო საპიკნიკე ზონების მოწყობას ქობულეთსა და შუახევში გეგმავს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკე ზონა ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე მოეწყობა, რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ.

ჯვარიმინდორი ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, სადაც სააგენტო ტურისტული თავშესაფრის მშენებლობასაც გეგმავს. შედეგად, აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ) საფეხმავლო მარშრუტზე მოგზაურებს ეკოსტანდარტებით მოწყობილ ტურისტულ თავშესაფარსა და საპიკნიკე ზონაში დასვენების საშუალება მიეცემათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საპიკნიკე ზონების მოწყობა მთიანაჭარაში გასულ წელს დაიწყო, რის შედეგადაც ჩირუხის მთას, სოფელ კაპნისთავსა და სოფელ შუამთას ტურისტულად მიმზიდველი ადგილები შეემატა. გარდა საპიკნიკე ინფრასტრუქტურისა, სააგენტო მთიანაჭარაში ველოინფრასტრუქტურისა და ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკის პროექტზე, ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და პოპულარიზაციის კუთხით მუშაობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები