აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ტურისტული პოტენციალის კვლევისას მთიანაჭარაში მეკლდეურობის განვითარების შესაძლებლობებიც შეფასდება

26 მარტი, 2021

აჭარაში მთების, ტყეების, ხეობებისა და სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა იგეგმება. სკურდა, ღომა, ნაკონაღვარი და კიკიბო იმ მთებს შორისაა, სადაც კვლევებზე დაყრდნობით ახალი, გარდამავალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება და მარკირება მოხდება. ასევე იგეგმება ტურისტულად მიმზიდველი და თემატური სოფლების იდენტიფიცირება და იქ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, რეწვის ოსტატების და ხეობისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული კერძების აღწერა. კვლევა აჭარის რეგიონში მეკლდეურობის განვითარების პოტენციალის შეფასებასაც ითვალისწინებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კვლევის საფუძველზე აჭარის მთებში ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარებას გეგმავს. ბოლო წლებში, აჭარის მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის კვლევებზე დაყრდნობით, სააგენტომ უკვე შექმნა 5 ახალი ტურისტული მარშრუტი და პროდუქტი, სადაც ტურისტებს მოგზაურობა შეუძლიათ. მათ შორისაა ქობულეთი-შუახევის გარდამავალი ტურისტული ბილიკი, ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი, კაპნისთავის ტურისტული ბილიკი და კანიონინგი უჩხოს ხეობაში. ტურისტული პოტენციალის კვლევა აპრილში დაიწყება და მაისისთვის დასრულდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები