აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

რა პროექტების განხორციელება იგეგმება აჭარაში სერვისის მიმართულებით?!

12 მარტი, 2021

მიმდინარე წელს, აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. მთიანაჭარაში სერვისის განვითარება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.  არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყება მთავარ აქცენტს ინდივიდუალური სატრენინგო პროგრამების, პრაქტიკული ვიდეოგაკვეთილების  მომზადებასა და სერვისის ონლაინპლატფორმის გაძლიერებაზე გააკეთებს.

წელს, პრიორიტეტული იქნება  სერვისის გაუმჯობესება მთიანაჭარაში, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება იგეგმება. გიდებისა და ტურისტული სააგენტოების მხარდაჭერის მიზნით კი დეპარტამენტი ახალი პროექტების განხორციელებას აპირებს.

დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე, სემინარებსა თუ მასტერკლასებზე დარეგისტრირება მსურველებს ონლაინ ახალ, ვებ-პლატფორმაზე შეეძლებათ, სადაც ტრენინგების განრიგთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს. ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია ტურისტული სექტორისთვის მარტის ბოლოს იგეგმება.  

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები