აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გიდების საერთაშორისო დღე აჭარაში მოქმედ გიდებს მიულოცეს

21 თებერვალი, 2021

გიდების საერთაშორისო დღე აჭარაში მოქმედ გიდებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიულოცა. ონლაინშეხვედრაზე თინათინ ზოიძემ გიდებს ის პროექტები გააცნო, რომელსაც მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში გიდების მხარდაჭერის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით განახორციელებს. გარდა ამისა, ისაუბრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის პრიორიტეტებზე სერვისის, ტურისტული პროდუქტების განვითარების, რეგიონის პოპულარიზაციისა და ქვეყანაში უსაფრთხოდ ტურისტების მიღების მიმართულებით.a

„ჩვენ გასულ წელს გიდების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ დონორ ორგანიზაციებთან ერთად და წელსაც, ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე, შეგვიძლია დავაანონსოთ ქობულეთისა და ბათუმის თემატური ტურების სახელმძღვანელო, რომლის შექმნაშიც აჭარაში მოქმედი გიდები ჩაერთვებიან. წიგნი, რომელიც გიდების ინიციატივითა და რეკომენდაციით იქმნება, ბათუმსა და ქობულეთში სხვადასხვა თემატურ ტურებს გააერთიანებს. სახელმძღვანელოებში თავმოყრილი იქნება ორივე ქალაქში არსებული და ახალი,  საინტერესო თემატიკის  ტურები თავისი რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით. გარდა ამისა, წელსაც გავაგრძელებთ ტრენინგებსა და საინფორმაციო-გაცნობით ტურებს გიდებისთვის რეგიონის ახალ ტურისტულ მარშრუტებსა და მიმართულებებზე,“ განაცხადა თინათინ ზოიძემ გიდებთან შეხვედრისას. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები