მოვლა-შენახვითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება
04 თებერვალი, 2021
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე სხვადასხა სახის მოვლა-შენახვით სამუშაოებს ახორციელებს.
ამ ეტაპზე ხორციელდება გზის მოსწორება-პროფილირება, კლდის ჩამონაშალისაგან სავალი ნაწილის გაწმენდა, სანიაღვრე არხების და სანიაღვრე მილების მოწყობა.
იხილეთ გალერეა