აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2021 წლის პროგრამების გაცნობა რეგიონის ხუთივე მუნიცპალიტეტის მერებთან

29 იანვარი, 2021

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, რეგიონის ხუთვივე მუნიციპლიტეტის მერებთან 2020 წლის პროგრამები შეაჯამა და 2021 წლის განსახორციებელ პროგრამებზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე და მინისტრის მოადგილეები.

როგორც მინისტრმა განაცხადა, გაგრძელდება სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, პირველად, კოვიდპანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, განხორციელდა უსასყიდლოდ მიწის დამუშავების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათწლეულების განმავლობაში დაუმუშავებელი მიწების დახვნა განხორციელდა.

მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ფარგლებში, გაგრძელდება ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, ექსტენციის ქსელი, უფასო საკონსულტაციო დახმარება ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

ასევე 2021 წელს განხორციელდება სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 15 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით.

გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 150-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტი განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება აჭარაში წარმოებული ბიოპროდუქციის პოპულარიზაციაზე, განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, გაუმჯობესდება რეგიონის პერსპექტიული დარგებში (მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეთამბაქოეობა, მებოსტნეობა და სხვა) დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

გიორგი სურმანიძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია, რასაც მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55