აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი ყველა გზა გახსნილია

21 იანვარი, 2021

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი ყველა გზა გახსნილია.
ამ დროისათვის მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო.  
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კი დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად შიდა სასოფლო გზების მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები