აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა

24 დეკემბერი, 2020

გიორგი სურმანიძე - „2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა გვაძლევს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ის ძირითადი პროგრამები, რომლებიც იძლევა შედეგებს და არის საფუძველი, რომ გვქონდეს ზრდა სოფლის მეურნეობაში.”

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი სურმანიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოს კომიტეტებს, სამინისტროს სამომავლო გეგემებზე ესაუბრა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ფარგლებში, გაგრძელდება ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, ექსტენციის ქსელი, უფასო საკონსულტაციო დახმარება ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება - 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. გაგრძელდება სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, პირველად, კოვიდპანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, განხორციელდა უსასყიდლოდ მიწის დამუშავების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათწლეულების განმავლობაში დაუმუშავებელი მიწების დახვნა განხორციელდა.

გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 900-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტი განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება აჭარაში წარმოებული ბიოპროდუქციის პოპულარიზაციაზე, განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, გაუმჯობესდება რეგიონის პერსპექტიული დარგებში (მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეთამბაქოეობა, მებოსტნეობა და სხვა) დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

 გაძლიერდება ლაბორატორიული კლევითი მომსახურება და სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზნებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) წარმოება, მცენარეთა დაცვის და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობის ხელშეწყობა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობის უვნებელი გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს. მთავრობა გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის გაძლიერებას, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა.

 აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი სურმანიძემ ასევე ხაზი გაუსვა, მიწების რეგისტრაციის საკითხს, ამ მიმართულებით ხელს შევუწყობთ პროცესის დაჩქარებას. ასევე მნიშვნელოვანია, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია, რასაც მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55