აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარს სტუმრობდა

18 დეკემბერი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარს გურამ ბალაძის მარანს ეწვია და მიმდინარე სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნო. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ღვინის მარანი ამოქმედდება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ღვინის დამზადებასა და სარეალიზაციოდ მომზადებას.

მარანის მშენებლობას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს. კერძოდ, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 59 000 ლარით დაფინანსდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55