აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გიორგი სურმანიძემ არასტანდარტული ციტრუსის კონცენტრატის ქარხანა მოინახულა

11 დეკემბერი, 2020

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის კონცენტრატის ქარხანა მოინახულა და მუშა პროცესს ადგილზე გაეცნო. ქარხანას დღეის მდგომარეობით, არასტანდარტული მანდარინი უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 1.177 ტონა. სუბსიდირების პროგრამა გრძელდება და 1 კგ არასტანდარტულ მანდარინზე ფერმერს 20 თეთრს უხდიან, საიდანაც 10 თეთრი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა, ხოლო 10 თეთრს საწარმო გადაიხდის.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა. აღნიშნული შტაბი, გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, ასევე უწყვეტ რეჟიმში არის ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესებში.

შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55