აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მთიანაჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყო

28 ოქტომბერი, 2020

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანაჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავაგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ. გარდა ჩირუხისა მცირე მოსასვენებელი ზონები მოეწყო სოფელ შუამთასა და კაპნისთავშიც.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები