აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ლურჯი მოცვის ნერგების სამრეწველო ბაღების გაშენება დაიწყო

09 ოქტომბერი, 2020

აჭარაში ლურჯი მოცვის ნერგების სამრეწველო ბაღების გაშენება დაიწყო. პროექტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტო 2020 წლის ქვეპროგრამის “მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის” მიზნით ახორციელებს.

აღნიშნული ქვეპროგრამით ისარგებლებენ რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმს შემოერთებული ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერები და აგრომეწარმეები. სულ ქვეპროგრამის ფარგლებში 15 ჰა-ფართობზე გაშენდება 50 000 ძირი ლურჯი მოცვის ნერგი.

„საექსპორტო ბაზრებზე ლურჯი მოცვი, დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. აქედან გამომდინარე 2020 წელს აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ფერმერებზე 100%-იანი დაფინანსებით კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენებას, თავისი მულჩფირით, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, აჭარაში მოხდება არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას, გაიზრდება ექსპორტი, გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.’’- განაცახადა აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55