აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სიახლეები

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელებთან შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა 11-12 სექტემბერს ქ. ბათუმში, CAREC-ის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ, ენერგოინვესტიციის ფორუმზე ისაუბრეს. შეხვედრას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ ბანკის წარმომადგენლებს აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლო
    სრულად...
  • ►ბათუმში, ტაბიძის ქუჩა 7/9-ში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ►ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015“- ს,რომლის წევრი სოფელ წაბლანაში მცხოვრები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ოჯახია, აჭარის მთავრობამ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე 5001 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო 1 550 000 ლარი გადასცა. ►საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომელიც 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯ
    სრულად...
  • ►ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე ქვაბულის ამოჭრის და ფუძის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, ხოლო სტადიონის ტრიბუნების ტერიტორიის C ბლოკის არეალში საძირკვლის არმირება და ბეტონირება წარმოებს. ►მიმდინარე პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მინისტრს სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა
    სრულად...
  • ამ წუთებში სასტუმრო „ჰილტონში“ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ა.რ კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია აღნიშნული კანონის პროექტის საჯარო განხილვას 2 კვირის ვადაში უზრუნველყოფს, რის შემდეგაც ის უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომისიებში განიხილება. კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სამი მოსმენით მიიღება.
    სრულად...
  • #ბათუმისსტადიონი #სპორტი #ინფრასტრუქტურა#ჯანსაღიცხოვრება #ეკონომიკა ►საერთაშორისო სტანდარტების ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო. ►სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ►ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდება.
    სრულად...
  • ►2018 წელს საქართველო მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. ტურნირი ბათუმში 23 სექტემბიდან - 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. ►საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად სამთავრობო კომისია, შემდეგ კი საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. მანამდე კი ბათუმში საქართველოს მთავრობის წევრებისა და ფიდეს (მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) ოფიციალური დელეგაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
    სრულად...
  • გომარდულში ზამთრის ტურისტულის სეზონი გაიხსნა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი მზადაა ვიზიტორებს ისევ უმასპინძლოს. ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გახსნა.
    სრულად...
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენისა და საცურაო აუზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტი: ქალაქ ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ფართობი:17410 კვ.მ და 7153კვ.მ;) დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენისა (ტრიბუნებით 1500 ადგილზე) და საცურაო აუზის (ტრიბუნებით 1000 ადგილზე) საპროექტო- სახარჯთაღრიც
    სრულად...
  • ✔აჭარის ა.რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 48 800 000 ლარით გაიზარდა და 355 000 000 ლარი შეადგენა. ►მთავარი ფინანსური დოკუმენტი აჭარის ა.რ უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ►2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ისაუბრა. ►მინისტრი 2018 წლის საბიუჯეტო პროგრამების შესახებ დეპუტატების შეკითხვებს 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. ►მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი
    სრულად...
  • ►გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის წევრები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეწვიენ. მათთან შეხვედრა მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გამართა. ►საუბარი უწყების საქმიანობას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, აჭარის ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო პოტენციალს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.
    სრულად...

კალენდარი

<<
<თებერვალი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
052930311234
06567891011
0712131415161718
0819202122232425
092627281234
10567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები